ფსიქოლოგის არც ერთ შეხვედრას არ ჩაუვლია, შიდაოჯახურ კონფლიქტებზე, კამათსა თუ დაძაბულ ურთიერთობებზე რომ არ იყოს საუბარი.
ივლისში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 10 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, სადაც 59 ქალმა მიიღო მონაწილეობა.
საოჯახო კრიზისი მაშინ ჩნდება, როცა:
- ფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე,
- თქვენი ურთიერთობები არ ჰგავს ადრინდელს,
- არ გინდა იბრძოლო ძველი თბილი ოჯახური ურთიერთობებისათვის,
- ჩხუბი და კონფლიქტები უმიზეზოდაც ხდება,
-არ არის ახლობელი ადამიანის გახარების სურვილი,
- არ გაკმაყოფილებს ურთიერთობები.
მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ გინდა პასუხისმგებლობის აღება შენი როლისათვის, როგორც „ქმარმა" ან „ცოლმა". აუცილებელია გაიგონო და უსმინო შენს მეორე ნახევარს, იპოვო ოქროს შუალედი და ორივეზე გაანაწილო პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |