პარასკევი, 26.04.2024, 14:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 21

- არასამთარარობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა, თუნდაც ჩვენმა კლუბმა მეტი ინიციატივები უნდა გამოიჩინოს ქართველი და აფხაზი ხალხის დასაახლოებლად! ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები, ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილება მესამე ძალამ გამოიწვია! - ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ამჯერად სტრატეგიის - შერიგება ჩართულობის გზით განხილვა მოეწყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა დამსწრე საზოგადოების დიდი დაიტერესება გამოიწვია - გაიმართა დისკუსია თემაზე - ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნდობის აღდგენაში განსაკუთრებით დიდი სახალხო დიპლომატიის მისია - ნათესაური კავშირების, შერეული ოჯახების, ქალთა როლი.

უფრო მეტიც ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გამოხატავენ სურვილს ითანამშრომლონ აფხაზეთში მცხოვრებ ქალებთან - რაშიც მათ პირადი კონტაქტები დაეხმარებათ - მათი სურვილია სასკოლოდ ენგრუსიქეთ მცხოვრებ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სასწავლო ინვენტარის გადაცემით მიულოცონ, კლუბის წევრები აცხადებენ, რომ მხარდაჭერისათვის თავად  საქართველოს პრეზიდენტსაც კი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ხელმძღვანელობას მიმართვენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1062 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010

21 ივლისს ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ - მოწვეულები იყვნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრას  ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალი მანანა კიკაბიძე ესწრებოდა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი მოსვლა პოლიტიკაში, რომელი სფეროები იქნება მისთვის პრიორიტეტული და რა მიმართულებით აპირებს ის თავის შემდგომ საქმიანობას.

ორსაათიან შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გარკვეული დრო დევნილთა პრობლემების განხილვასაც დაუთმეს.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1072 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010

რადიო "ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში მორიგი რადიოგადაცემა გავიდა.

დიალოგი სტუდიაში ფონდი "სოხუმის” ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით ჩატარდა, რომელთაც ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე, ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე: თანამშრომლობაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ბენეფიციარებთან ჩატარებულ კვლევებზე, მოზარდებთან ჩატარებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, ძალადობის მსხვერპლთათვის ფსიქოლოგიურ და იურიდიულ  კონსულტაციებზე.

  რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება ოჯახში ძალადობის პრობლემის ირგვლივ, არის თუ არა ეფექტური კანონის მექანიზმები და როგორ ხდება მათი გამოყენება, რა ცვლილებები შევიდა კანონში და როგორ უნდა ვისარგებლოთ მისი მექანიზმებით - ამ საკითხებზე ფონდის ექსპერტებმა მსმენელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

გადაცემის განმავლობაში მსმენელებს  საშუალება ჰქონდათ, პირდაპირ ეთერში დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია. გაჟღერდა ფონდის ცხელი ხაზის ნომერი, რომლით სარგებლობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. 
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1122 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0