ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მედიის როლის მნიშვნელობაზე აქტიური დისკუსიები გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე წყალტუბოში.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ადგილობრივი გაზეთ "წყალტუბოს” რედაქტორის მოადგილე - ეთერ დევიძე. მან ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს და თავის მხრივ რეკომენდაციებითაც მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა ქალს უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის მხრიდან იყო დიდი სურვილი მკითხველისთვის გაეცნო წყალტუბოში ყველა ქალი კანდიდატი, მათ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიმართა მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუცილებელია მუშაობის გააქტიურება წყალტუბოში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად არ არის განებივრებული ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |