შაბათი, 27.04.2024, 04:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 30 » მრგვალი მაგიდა სენაკში
12:43
მრგვალი მაგიდა სენაკში

სენაკში ჩატარებული მაგიდის თემამ: "დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზართულ თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი", 30 ივლისს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა უამრავი ადამიანი შეკრიბა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მას დევნილი საზოგადოების წარმომადენლები, იურისტები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მობრძანდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მოწვეული იყო, როგორც ექსპერტი.

ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციების ფონზე ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. მრგვალ მაგიდაზე დაისახა იდეა, რომ ჩატარდეს ერთობლივი კომპანია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც მიზნად დაისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას აღნიშნულ თემებზე, მათ სავალალო შედეგებზე და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბებას.

"მთავარია, საზოგადოება გულგრილი არ დარჩეს აღნიშნული პრობლემების მიმართ", " სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ოპტიმალური პოლიტიკა"- ითქვა შეხვედრაზე. მონაწილეთა უმრავლესობა გაჟღერებულ ინიციატივას მიესალმა.
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1328 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0