|
პროექტის "დასავლეთ საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა მობილიზაცია, რეაბილიტაცია და მდგრადი განვითარება მათი მდგომარეობის შეცვლის მიზნით საზოგადოებასა და ოჯახში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EED ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილია ფილმი ფონდი "სოხუმის” ფორუმ-თეატრის შესახებ. ფილმში საუბარია იმაზე, თუ რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ფორუმ-თეატრის შექმნის შესახებ, რაზეა დაფუძნებული მისი საქმიანობა, რა მიზანს ემსახურება დასი, რომელიც მთელს საქართველოში მოგზაურობს და ახსენებს მაყურებელს, რომ ძალადობა - ბოროტებაა, აიძულებს იფიქროს პრობლემაზე, იმსჯელოს საკითხის ირგვლივ, მონაწილეობა მიიღონ წარმოდგენაში და შემოგვთავაზოს პრობლემის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |