კვირა, 24.11.2024, 01:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 23

2009 წლის დეკემბერში, საშინელი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა ნებისმიერი ურთიერთობა საქართველოსა და რუსუთს შორის, თბილისში მშვიდობისმყოფელთა პირველ შეხვედრაზე შეიკრიბა ოცი ქართველი და რუსი ქალი.

ჩვენს შორის იყვნენ მასწავლებლები, ჟურნალისტები, ინჟინრები, ექიმები - ისინი ვისაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის დროს ინტელიგენციას უწოდებდნენ. თავდაპირველად დიალოგის დაწყება რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა. ასე დაიბადა, "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსი". პროექტში ჩართულია ქალთა თოთხმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექვსი ჟურნალისტი რუსეთიდან და საქართველოდან. შექმნილია ინტერნეტ-ბლოგი "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი". გამოფენა "ომის აპოთეოზი" ჩვენი პირველი პირმშოა, ამ გამოფენის ავტორი ვიქტორია ივლევა კი - ერთ-ერთი ჩვენგანი.

 ვიქტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელს დაამთვარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი. ამჟამად "Новая газета" - სპეციალური კორესპონდენტი. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა New York Times Magazine, Stern, Express, Sunday Times, Independent, Die Zeit, Focus, Marie-Claire\ 1988 წელს პარიზში გამოიცა ფოტოგრაფის ალბომი "Temps present de la Russie" 1989 წელს ალბომი გამოიცა .. - ში. 1991 წელს ვიქტორია ივლევას (მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტის, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის მე-4 რეაქტორში) ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა ფოტოჟურნალისტიკის სფეროს უდიდიდესი მსოფლიო კონკურსის "WorldPressPhoto" პრიზი "ოქროს თვალი". 1992 წელს საფრანგეთში პერპინიანის ფოტო-ფესტივალის საპატიო სტუმარი. 1994 წელს იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყო ერთადერთი რეპორტიორი, რომელიც იმყოფებოდა რუანდის ომში\ 2003-2005 წლებში, როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში,

აფრიკის ტერიტორიაზე. 2007 წელს გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნედობა ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნების ცხოვრებას. 2008 წელს მიიღო ფონდების "Die Zeit" (გერმანია) და Frit Ort (ნორვეგია) პრემია "აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესა".

გამოფენა "ომის აპოთეოზი" შედგება 42 ფოტოსაგან, რომლებიც ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს. პირველად ეს გამოფენა გაიმართა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, შემდეგ კი - რუსეთის რვა ქალაქსა და კიევში. ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.

გამოფენის ორგანიზებით დაკავებული იყვნენ ალიანს "მშვიდობისმყოფელი ქალები" - ის წევრები - ქართულ-აფხაზური კავშირი "პირისპირ" (საქართველო), კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" (საქართველო), რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დონის ქალები" (რუსეთი), საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ფონდ "ტასო" - ს და როზა ლუქსემბურგის სახელობის მხარდაჭერით.

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1238 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010

მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა. მათ უჩნდებათ ორგანიზაციის ცხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, უნდათ მეტი გაიგონ თავიანთ უფლებებზე და მიიღონ სასარგებლო რჩევები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ( ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი და ხურჩა) შეკრებილებმა - დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა და გოგონებმა  ნამცხვრის და ტკბილი ღვეზელების მომზადება ისწავლეს.

მასტერ კლასის დროს მონაწილეებმა ისწავლეს, რა ინგრედიენტებია საჭირო მათ მოსამზადებლად - მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა დავაცხოთ ნამცხვარი, უფრო ფაფუკი და გემრიელი რომ გამოვიდეს. მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს, ნამცხვარიც დააგემოვნეს.
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 1059 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010

 

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სტრატეგიას -  ჩართულობა თანამშრომლობის გზით.

აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ სტრატეგია იქნება საფუძველი ნდობის აღსადგენად, მიიჩნევენ, რომ დიდია სახალხო დიპლომატიის როლი, ნათესაური კავშირების გამოყენება,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა - ასევე შაოსანი,  დედების ჩართვა მოლაპარაკებებში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1045 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0