ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ხონის სამხედრო დასახლებაში შედგა.
ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელმა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გააცნო არჩევნების შედეგები, რომლის ირგვლივაც დისკუსია გაიმართა, ქალებმა აღნიშნეს, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი, რაც ცუდ შედეგზე მიუთითებს.
კლუბის წევრებმა სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს - კიდევ ერთხელ დასვეს განსახლების საკითხი - რომ დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს არასაკმარისი ფართის და უხარისხოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების გამო.
ქალებმა ყურადღება თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გაამახვილეს - აღნიშნეს, რომ დევნილი ქალების ცხოვრება ერთფეროვანია, მსგავსი შეხვედრები კი ახალი ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |