მთავარი »
2013 » ნოემბერი » 29 » ჟიული შარტავას სახელობის სკოლის ინიციატივა
10:42 ჟიული შარტავას სახელობის სკოლის ინიციატივა |
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6
სკოლაში (ქუთაისი) პედაგოგმა მაია ესართიამ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
მასზე მიწვეული იყო ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი, რომელმაც
მასპინძლებს ინფორმაცია მიაწოდა კამპანიის შესახებ და მოსწავლეებს საინფორმაციო მასალები, ბლოკნოტები და კალენდრები გადასცა.
„არა ძალადობას” - ასეთი იყო გაკვეთილის თემა.
მე-7, მე-8 და მე-10 კლასელებმა
გააკეთეს სლაიდები და სტენდები სლოგანებით: „ძალადობა ბოროტებაა!", „არა ტრეფიკინგს!", „დავიცვათ ქალები და ბავშვები!", „მინდა გავერკვე ჩემს უფლებებში...
ღია გაკვეთილზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოზარდის აღზრდაში დიდი როლი ეკისრება სკოლას.
მოზარდებს უნდათ უკეთ გაიაზრონ
საკუთარი უფლებები და მოვალეობები. |
|
კატეგორია: კამპანიები |
ნანახია: 801 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |