მთავარი »
2014 » ივნისი » 4 » ტელესიუჟეტი ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში
01:01 ტელესიუჟეტი ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში |
|
სიუჟეტში ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქსელი „სინერგიას“ წევრების მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაშუქდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დეპუტატობის კანდიდატმა ქალებმა და მენჯის სანატორიუმ „კოლხეთში“ ჩასახლებულმა დევნილებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.
დევნილებმა ინტერვიუებში დაასახელეს არაერთი ყოფითი პრობლემა, მათ შორის არასაკმარისი ფართებისა და სასმელი წყლის დეფიციტის საკითხი. დეპუტატობის კანდიდატმა ქალებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ცნობილია ამ პრობლემათა დიდი ნაწილი და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში ეცდებიან მათ მოგვარებას.
ქსელი „სინერგიას“ წევრებმა თავიანთ ინტერვიუში დააფიქსირეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალები ყველაზე მეტად გრძნობენ სოციალურ პრობლემებს, რაც შეეხება დევნილთა ჯგუფებს, ისინი საკმარისად გაიზარდნენ იმისათვის, რომ არა მარტო წინასაარჩევნო დაპირებები მოისმინონ და წარმოაჩინონ რეგიონის პრობლემები, არამედ ანგარიშვალდებული გახადონ ხელისუფლება და წარმატებით ითანამშრომლონ მასთან ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად.
|
|
კატეგორია: TV გადაცემები |
ნანახია: 715 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |