ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:14
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 24 » შეხვედრა სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში - არჩევნების შემდეგ
22:34
შეხვედრა სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში - არჩევნების შემდეგ

სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განახლებულ დარბაზში გაიმართა.

დღის წესრიგის პირველი ორი საკითხი ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ეხებოდა და დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 დეპუტატია არჩეული - 15 პროპორციული და 15 მაჟორიტარული წესით. მათგან 6 ქალბატონია (მათ შორის - 2 მაჟორიტარი). და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ რიცხვს კიდევ ერთი შეიძლება დაემატოს.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები გააოცა და გაახარა ინფორმაციამ ოზურგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების შესახებ - სადაც 2010 წელთან შედარებით ქალთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ქალაქის საკრებულოში 15 წევრიდან 7 ქალბატონია - გენდერული თანასწორობა მიღწეულია!

 

სხდომაზე განხილულ იქნა ქალთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, მოამზადონ რეკომენდაციათა საბოლოო პაკეტი საკრებულოს ახალი შემადგენლობისთვის წარსადგენად. მათ იმედი აქვთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შედგენისას საკრებულო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ წინადადებებსა და  რეკომენდაციებს, რაც ქალაქში არსებული ბევრი გენდერული პრობლემის მოგვარების საწინდარი გახდება.

 

 პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 718 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0