მთავარი »
2014 » ივლისი » 9 » სენაკის დებატ-კლუბი - მშვიდობის თემით
20:52 სენაკის დებატ-კლუბი - მშვიდობის თემით |
|
მონაწილეთა უმრავლესობა დევნილი იყო, ამიტომ მშვიდობის თემის განხილვა განსაკუთრებული ემოციით მიმდინარეობდა. მთელმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ მშვიდობას დაცვა და მოვლა სჭირდება, რადგან მისი დაკარგვის საფრთხე ყოველთვის არსებობს. მონაწილეებმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენეს, დისკუსიისას აღინიშნეს: მშვიდობისთვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და ახალგაზრდობაც უფრო მეტად უნდა იყოს ჩაერთოს სამშვიდობო საქმეში.
მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემულ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“.
- ასეთი ქალები მრავლად არიან საქართველოშიც, მათ საქმიანობას პოპულარიზება სჭირდება, რათა საზოგადოებამ გაიცნოს ისინი, - აღინიშნა დებატებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 815 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |