კვირა, 24.11.2024, 02:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 27 » საუბრები ქალურ ბედნიერებაზე - ფსიქოლოგთან შეხვედრისას
10:39
საუბრები ქალურ ბედნიერებაზე - ფსიქოლოგთან შეხვედრისას

რა არის „ქალური ბედნიერება", რაში იმალება მისი საიდუმლოება, როგორ გავაბედნიეროთ საყვარელი ადამიანი, როგორ შევქმნათ ჰარმონია ოჯახში...

ამაზე ყველა ფიქრობს და ყველას თავისი „რეცეპტი" აქვს, მაგრამ როცა შეხვედრის მონაწილეები ერთად იწყებენ ფიქრს და ერთად მსჯელობენ - ბედნიერების ერთგვარი უნივერსალური ფორმულა იქმნება...

ეს ერთი იმ თემათაგანია, რომელსაც ფსიქოლოგთან ერთად განიხილავენ წყალტუბოს, სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებზე იკვეთება სხვადასხვა ასაკის ქალების კონტრასტული დამოკიდებულება - ახალგაზრდებს არ მოსწონთ დედების მდგომარეობა, ისინი უკეთ გრძნობენ გენდერული თანასწორობის ნაყოფს, ოჯახური ჰარმონიისკენ ისწრაფვიან, უნდათ - დედებზე ბედნიერები იყვნენ...

ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგებმა ექვს ცენტრში ივნისის განმავლობაში ჩაატარეს 6 ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური კონსულტაციები, მონაწილეთა კონკრეტული პრობლემების შესაბამისად.

ამას გარდა, ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში 89 ქალის მონაწილეობით გაიმართა 8 ჯგუფური შეხვედრა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 805 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0