კვირა, 24.11.2024, 01:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 21

ქალაქის ხელმძღვანელობა მზადაა, მხარი დაუჭიროს კლუბის ინიციატივას. ეს გამოჩნდა პანელურ დიალოგზე, რომელიც გაიმართა ფონდი „სოხუმის" ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფსა  და ფოთის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

გადაწყდა ერთობლივი მუშაობა სკვერის ესკიზის და ხარჯთაღრიცხვის გასაკეთებლად. განისაზღვრა პოტენციური პარტნიორები კერძო კომპანიების სახით, რომლებც დახმარებ სკვერის კეთილმოწყობაში.    

შეხვედრაზე დაიგეგმა აქცია ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერის დასუფთავებისათვის,  საამისოდ გამოყენებული იქნება ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსები. მაქსიმალურად ჩაერთვებიან ახალგაზრდბი, მოიწვევენ მედიასაშუალებებსაც.

როგორც აღინიშნა, საზოგადოების ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის აქტუალური საკითხების გარშემო.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 755 | დაამატა: admin | თარიღი: 21.06.2013

ფოთში გაიმართა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა. სხვა საკითხებთან ერთად, კლუბის წევრები გაეცნენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც შეიმუშავა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ცვლილებათა პაკეტი მიმართულია მარტოხელა დედის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად.

აღინიშნა, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში 30 ათასამდე ბავშვია, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ქალები, რომლებიც მარტოხელა დედის ტვირთს ეზიდებიან, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან.

კლუბის წევრები მიიჩნევენ რომ კანონი მართლაც საჭიროებს გადახედვას და კარგი იქნება, თუკი პარლამენტი მიიღებს ამ ცვლილებებს.

- კანონის მიღება მარტოხელა დედების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა. თავიანთი მხარდაჭერა მათ გამოხატეს პარლამენტის დეპუტატების მისამართით შედგენილი მიმართვის ხელმოწერით.

 

  პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 769 | დაამატა: admin | თარიღი: 21.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0