ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 26

„არის თუ არა ქართული ენა უცხოური ენის გავლენის ქვეშ და რა გავაკეთოთ მისი გადარჩენისათვის" -  ამ თემით დაინტერესდნენ ქუთაისში გამართულ დებატ-კლუბზე შეკრებილი ახალგაზრდები.

- რა განაპირობებს თაობათა კონფლიქტს, რაში ვერ თანხმდებიან „მამები და შვილები" - ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები ჰქონდათ სენაკში შეკრებილ ახალგაზრდებს.

წყალტუბოს დებატ-კლუბი ეროვნულ ფასეულობებზე გლობალიზაციის გავლენით დაინტერესდა.

- გენდერული თანასწორობა ოჯახსა და საზოგადოებაში - ეს თემა ფოთში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის გახდა აქტუალური.

საინტერესო იყო დებატები ხურჩაში, რომლის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს - რა ინტენსივობით კითხულობენ წიგნს და არის თუ არა მათ თაობაში წიგნიერების დეფიციტი.   

- დავიწყოთ საკუთარი თავით, არ დავაბინძუროთ გარემო, რადგან ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე! - ასეთი იყო ხონში, დებატების ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა საკმაოდ ცხარე დისკუსია ამავე საკითხზე.

დებატების მონაწილეები არა მხოლოდ განიხილავენ პრობლემას, არამედ ფიქრობენ პრევენციულ მექანიზმებზე, რასაც ადასტურებს ის წინადადებები, რომლებიც ყოველი დებატის ბოლოს რეკომენდაციებად ყალიბდება. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 918 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2013

ის ერთი დღე, როცა აქციას შემოვუერთდით, არ იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ დასუფთავების კუთხით. ეს იყო ზოგადად ჩვენი მოქალაქეობივი ცნობიერების გამოხატულება.

„აღფრთოვანებული დავრჩი საინიციატივო ჯგუფის საქმიანობით. ეს მართლა პატარა ზეიმი იყო, სადაც ახალგაზრდები, უბრალო ადამიანები, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთი სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალული. მე ტელესიუჟეტით გავიგე ამ ღონისძიების შესახებ. მომეწონა აქციის მეთოდებიც - ფლეშმობი, პოსტერები, ასფალტზე ხატვა, საჰაერო ბუშტებიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, ვინც იქ იყვნენ, აქტიური მოქალაქეები უკვე არიან".

ქუთაისში გამართული პანელური დიალოგი ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის განხორციელებას და პარტნიორებთან ერთად საქმიანობის შემდგომი სტრატეგიის  განსაზღვრას შეეხო. მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ ეკოკულტურის საკითხების აქტუალობას, ამიტომ დაიგეგმა პრობლემის მასშტაბების შესასწავლად მოხალისეობრივ საწყისებზე პატარა კვლევის გაკეთება და შედეგების განზოგადება, რათა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდგომ გარკვეული ღონისძიებები განახორციელოს.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2013

ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბში ყოველთვის ხალხმრავლობა და აქტიურობაა. ასე იყო ამჯერადაც. მაგრამ მონაწილეთა შორის დევნილები სჭარბობდნენ, რადგან სხდომაზე სტუმრად მოიწვიეს დევნილთა რეგიონული სამმართველოს უფროსი ლიკა კილაძე.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის სახე მიიღო. შეკრებილთ ბევრი რამ აინტერესებდათ: დევნილთა რეგისტრაცია, საცხოვრებელი ფართის განაწილება, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია, ახალი ცენტრების მშენებლობა...

შეხვედრის ყველა მონაწილეს მიეცა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა და ყველამ მიიღო ამომწურავი პასუხი.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 45
სტუმარი: 45
მომხმარებელი: 0