ოთხშაბათი, 21.08.2019, 15:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 01


ღიმილით, სიყვარულითა  და ბუშტებით გაფერადებული დღე აჩუქეს  ბავშვებს ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა.

ათობით ბავშვი შეიკრიბა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკსა და ხურჩაში.

მრავალფეროვანი იყო პროგრამა: საუბარი ბავშვთა უფლებებზე, ლექსები და სიმღერები, სახალისო თამაშები, სალამურზე თუ კლარნეტზე შესრულებული კლასიკური ნაწარმოებები.

და მთავარი:  სიტყვებითა და ნახატებით გაცხადებული ბავშვური სიხარული, სევდა თუ ნატვრა...

აღინიშნა - სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვებმა უკეთ იცხოვრონ თავიანთ ოჯახებში.

ბედნიერების უფლება ყველა მათგანს აქვს: საბას, ანას, დათოს, მარის, დიტოს, ქეთის, ლუკას, ირინას...

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 651 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2013

ფონდი „სოხუმი" აქტიურად ერთვება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კამპანიაში.

ექვსივე ქალაქში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, -  ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა (ზუგდიდის რაიონი), ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება: საინფორმაციო შეხვედრები ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა ნახატების გამოფენა თემებზე - „სამყარო ძალადობის გარეშე". „ბედნიერი ბავშვობა", „მშვიდობა ოჯახში".

გამართულ ღონისძიებებზე გავრცელდება ინფორმაციები პირველ ივნისთან  დაკავშირებით, ასევე ცნობები იმ კონვენციებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ემსახურება.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს 120 ბავშვი და 100-ზე მეტი მშობელი. შეუერთდით აქცია-კამპანიას: დროა, ბავშვები დავიცვათ და არა დღესასწაული აღვნიშნოთ! 

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 650 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0