სამშაბათი, 19.11.2019, 16:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 13


ქალაქ ბათუმში, ბარცხანას ტერიტორიაზე ჩატარდა ტერიტორიის დასუფთავების აქცია სახელწოდებითეს ჩემი ქალაქია!”

კლუბის აქტივისტებს შემოუერთდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, სტუდენტები, მე-17 საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლეები.

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივას მხარი დაუჭირა ქალაქის მერიამ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია Techno Boom-მმა სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებს მაისურები გადასცა.

 

აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია აქციის შესახებ და ფოტოსურთები განათავსეს ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა ფეისბუქ-გვერდზე  (https://www.facebook.com/fundsokhumi batumi.batumi) და მოუწოდეს მკითხველებს:

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება... გვინდა მთელი საზოგადოება ისეთი ერთსულოვანი იყოს მშობლიური ქალაქისადმი ზრუნვაში, როგორც დღევანდელი აქციის მონაწილეები.

ჩვენი კამპანია გრძელდება!

შემოგვიერთდით!

 

აქციის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთმა „აჭარა P.S."-მა.

http://adjaraps.com/2013/06/14/დასუფთავების-აქცია-ბარცხ/#.Ubwk9ZWshCc.facebook

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: აქციები | ნანახია: 660 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2013

კიდევ ერთი სოფლის კლუბი შეემატა ფონდ „სოხუმს" - ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის შემდეგ ამომრჩეველ ქალთა კლუბი დაფუძნდა ხობის რაიონის სოფელ ბიაში. კლუბში 20 სხვადასხვა პროფესიის ქალი გაწევრიანდა (მათი უმრავლესობა დაუსაქმებელია, რაც  უპირველეს პრობლემად დასახელდა!).

ქალებმა მოიწონეს კლუბის შექმნის იდეა და გადაწყვიტეს, აქტიურად  ითანამშრომლონ სხვა კლუბებთან.

პირველ შეხვედრაზე მონაწილეებმა თავიანთ ყოფა-ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ დღემდე მოუგვარებელია წყლის პრობლემა - დახეთქილია წყალგაყვანილობა, უხარისხოა სასმელი წყალი. ერთ-ერთ უბანს (საშონიო) საერთოდ არ მიეწოდება წყალი და ჭის წყლით სარგებლობენ...

აღინიშნა, რომ ეს არაერთხელ გაჟღერდა როგორც სოფლის კრებაზე, ასევე ადგილობრივ სტრუქტურებშიც. კლუბზე საკითხი ასე დასვეს: სოფლის წყალგაყვანილობის სრული რეაბილიტაცია და წყლის მრიცხველების დამონტაჟება.

ამ პრობლემას ადვოკატირებას გაუწევს ბიის ამომრჩეველ ქალთა კლუბი, რომელსაც ლიდერობს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მანანა შულაია. ახალშექმნილი კლუბი დარწმუნებულია, რომ საკითხს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოეს მომავალში გადაჭრიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი)  მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 632 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0