ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 19

ფონდი „სოხუმის" ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ტრადიციისამებრ, ქალბატონებმა კლუბის შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე მოიწვიეს და ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე: ქალაქის ზოგიერთ უბანში არ არის წყლის სასმელი „სოკოები", საპირფარეშოები, უმოქმედოა შადრევანი ქალაქის ცენტრში...

თავად ლელა ნაცვალაძემ ნომერ პირველ პრობლემად დაასახელა ის, რომ ქალაქს არა აქვს განაშენიანების პროგრამა, რაც აფერხებს ნორმალურ განვითარებას. ის უკანონო მშენებლობების საკითხსაც შეეხო.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კლუბზე დასმულ პრობლემებს საკრებულოს სხდომაზე გააცნობს კოლეგებს. იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო ტრადიციას განაგრძობს და კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს ქალთა კლუბთან, რაც პრობლემების ადვოკატირებასა და მოგვარებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2013

ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბებს ოზურგეთის რაიონის სოფელ ექადიას კლუბი დაემატა. კლუბი ოფიციალურად 19 ივისს გაფორმდა და  დამსწრეთა მოლოდინებიც გაცხადდა. კლუბმა სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ქალბატონები გააერთიანა, მაგრამ ისინი თითქმის ერთნაირად ხედავენ პრობლემებს.

ჩატარებულმა ვორკშოპმა პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა: „სოფლის მთავარი პრობლემა სამანქანო გზაა"; „ტრანსპორტი გაუმართავად მუშაობს"; „თითქოსდა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა, წყალი კი კვლავაც არა გვაქვს"; „გვიჭირს კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან"; „ძალიან ჭირს სამუშაო ადგილები"; „ძალიან ბევრს ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა აწუხებს".

კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს  ინფორმაცია ფონდიოხუმის" მუშაობის შესახებ. მათთვის საინტერესო გამოდგა ოზურგეთის ქალთა კლუბის გამოცდილება, რაზეც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

კლუბმა ადვოკატირებისათვის იქვე აირჩია რამდენიმე საკითხი, რომელთა გადადება არ შეიძლება პრობლემის სიმწვავის გამო. შეხვედრის შეფასებისას კი ითქვა, რომ მოტივაცია საიმისოდ, რომ კლუბი შდგეს, როგორც ქალთა ორგანზებული ჯგუფი, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება გამოცდილებას, ქალბატონების რწმენით, ის დროთა განმავლობაში დაგროვდება!

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 885 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0