ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 25

- ჩვენი სამოქალაქო ინიციატივა ეხებოდა როგორც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობას და მის გადაწყვეტაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას, ასევე მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ჩვევების აღზრდას. ჩვენდ ასასიხარულოდ, ჩვენი აქტივობები დაემთხვა იმას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წლევანდელი ივნისიმწვანე თვედ" იყო გამოცხადებული. თითქმის მთელი თვის განმავლობაში კლუბის აქტივისტები, სკოლის მოსწავლეები ატარებდნენ კამპანიას, სისტემატიურ მონიტორინგს, რომელმაც თავისი შედეგები გამოიღო. ამას ცხადყოფს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალებიც, საზოგადოების შეფასებაც, რომელიც პატივისცემით მოიკიდა ახალგაზრდების ძალისხმევას, - აღნიშნეს ინიციატივის ორგანიზატორებმა.

ინიციატივაში ჩართულმა ახალგაზრდებმა სტუმრებს თავიანთ საქმიანობაზე მოუთხრეს და შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს: „ფოტოაპარატით „შეიარაღებულ" ჩვენს მონიტორინგის ჯგუფს ყველა უფრთხოდა". „5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ლამის მთელი სოფელი მოვიარეთ ტრანსპარანტებით. ყველას ყურადღება მივიქციეთ".

პანელური დიალოგის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრებმა ინიციატივის ჯგუფს თანადგომა შესთავაზეს ნოქალაქევის დასუფთავების აქციაში.

პრობლემით ადგილობრივი მედიაც დაინტერესდა - მომზადდება საგაზეთო სტატიები ინიციატივის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2013

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ძალადობის მსხვერპლთა ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. ის სხვადასხვა ისტორიებს გვიყვება ადამიანებზე, რომელთაც აერთიანებთ ერთი - ტკივილი, სასოწარკვეთა, დაბნეულობა, შიში გაურკვეველი მომავლის გამო. მათი მოსმენის შემდეგ შეუძლებელია, პროტესტი არ გაგიჩნდეს მოძალადე მეუღლის მიმართ, რომელიც, ალბათ დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, როცა ღამით მალულად შეაჭრა ცოლს თმები და ამითდასაჯა დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ან  არ გაგაკვირვოს მეუღლის ოჯახის წევრების  საქციელმა, რომელთაც რძლის უმკაცრესი კონტროლი ნორმად მიაჩნიათ...   

რადიომონოლოგები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ ოჯახში ძალადობას უმძიმესი შედეგები აქვს. შეგვახსენებს ოჯახური ურთიერთობების სიფაქიზეს, ერთმანეთის, განსაკუთრებით ბავშვების მოფრთხილების აუცილებლობას.

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2013

ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წინაშე.

კლუბმა შეძლო ორი პრობლემის მოგვარება: ვაჩნაძის ქუჩაზე მოსახლეობას არ მიეწოდებოდა წყალი, ავარიულ მდგომარეობაში იყო სახარბედიოს უბნის ხიდ-ბოგირი. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. შედეგი ასეთია: დარეგულირდა წყლის გრაფიკი, ხიდ-ბოგირის საკითხი კი გვარდება - მოვიდნენ, გაზომეს და აღდგენასაც დაგვპირდნენ.

სენაკის კლუბის წევრებმა იციან, რომ ყოველი წარმატება ახალი აქტივობების სტიმულს იძლევა და ახლა უკვე სხვა პრობლემების ადვოკატირებას გეგმავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 66
სტუმარი: 66
მომხმარებელი: 0