ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო
ინიციატივის ჯგუფი აქტიურად აგრძელებს
კამპანიას უძველესი ქალაქისთვის ღირსეული იერსახის შენარჩუნებისათვის.
5 ივნისს - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, კლუბის აქტივისტების, პარტნიორი არასამთავრობო
ორგანიზაციების, ჯავახიშვილისა და წერეთლის უნივერსიტეტების
სტუდენტების, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების, საქართველოს მნვანეთა მოძრაობა
„დედამიწის მეგობრების" დარბაზის მონაწილეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო აქცია,
რომლის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ცენტრის სიახლოვეს არსებული ტერიტორია, ჩატარდა
მსვლელობა სპეციალური ტრანსპარანტებით,
მოეწყო ასფალტზე ხატვა, რაც სიმბოლურად ასახავდა მონაწილეთა დამოკიდებულებას
გარემოსთან.
აქცია შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა - მონაწილეებმა ცაში ფერადი საჰაერო
ბუშტები გაუშვეს, როგორც
სიმბოლური გზავნილი საზოგადოებისთვის, როგორც მოწოდება - უფრო მეტად
გავუფრთხილდეთ გარემოს, ვიზრუნოთ ეკოკულტურაზე.
მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ინტერესი
გამოხატეს აქციის მიმართ - ტელეკომპანია „რიონმა" ღონისძიებას სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |