ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 18


ამ დღეს  განსაკუთრებით ელოდნენ მასპინძლებიც და სტუმრებიც.

შეხვედრა ამაღელვებელი იყო. ახალგაზრდა მსახიობები პირველად თამაშობდნენ პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის.

ფონდ სოხუმის" ფორუმ-თეატრი სოციალური მუშაკების დახმარებით მოხვდა გეგუთის კოლონიაში, სადაც კულტურის დღეები ტარდებოდა.

ოთხი სცენ შეარჩიეს. ოთხივემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - კონფლიქტი დედასა და შვილს შორის, ოჯახში ძალადობა, ძალადობა ბებოს მიმართ, მათხოვარი ბავშვების პრობლემა.

მსჯავრდებულებისთვის ეს წარმოდგენის ახალი და უჩვეულო ფორმა იყო.

დიალოგი სიტყვების გარეშე შედგა. თვალებით, ტაშით, სევდიანი მზერით, ძუნწად ნათქვამით: „ვეთანხმები!" „ვგმობ ძალადობას!"

ბოლო წარმოდგენის დროს, როცა პატარა მათხოვარმა მაყურებლისკენ გაიშვირა ხელი და თქვა: „დამეხმარეთ!" დარბაზში საოცარი რამ მოხდა - ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მამაკაცები მსახიობ თამუნა იოსელიანს ხელისგულზე უდებდნენ ყველაფერს, რაც თან ჰქონდათ - თავიანთი ხელით გაკეთებულ ჯვრებს, გულებს, სამაჯურებს...

მერე, როცა ეზოდან გადიოდნენ - ყველას დააწიეს გულით მიძღვნილი საჩუქრები.

„ეს ყველაზე თბილი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია" -  დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე დარო კვარაცხელიამ. ფორუმ-თეატრის გვერდზე (ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრი) კი გაჩნდა ფოტორეპორტაჟი უჩვეულო ადგილიდან.

იმ დღეს ახალგაზრდებმა საფიქრალი დაუტოვეს მსჯავრდებულებს, თვითონ კი უთქმელი სიყვარული და მხარდაჭერა წამოიღეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2013

„საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას სამოქალაქო ინიციატივაში, მტკივნეული ყოფილა საზოგადოებისათვის. ბევრს სწორედ ახლა მიეცათ აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ადამიანები მოდიან და გვთავაზობენ ფიზიკურ მონაწილეობას სამუშაოებში, ფინანსურ დახმარებას."

თვითმმართველობაში სხვა თემებიდანაც შევიდა თხოვნა, მომავალ ბიუჯეტში ჩაიდოს თანხები სოფლის სასაფლაოების კეთილმოწყობისათვის."

როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში, დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, მიდის მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. ინიციატივით დაინტერესდა ადგილობრივი მედია და დაიგეგმა გადაცემა.

ზუგდიდში გამართული პანელური დიალოგის მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მადლობელი არიან, რომ ფონდი „სოხუმის" ქალთა კლუბი აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო პროცესში.

„რაც უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, მეტი საქმე გაკეთდება. სწორედ მოქალაქეთა ჯგუფებიდან უნდა წამოვიდეს ინფორმაცია იმაზე, რაც გასასწორებელია და რაზეც გადაწყვეტილებაა მისაღები. გისმენთ და გაოცებული ვარ თქვენი ენთუზიაზმით, იმ საქმიანობის მოცულობით, რომელიც დღემდე ჩაატარეთ. გარწმუნებთ, რომ თქვენს გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ ამ მართლაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე საკითხს", - აღნიშნა გიორგი თოდუამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 811 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2013

მორიგ შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბში ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრეს - უკვე მიღწეულზეც და სამომავლო გეგმებზეც.

კლუბის მოდერატორის ინგა არჩაიას თქმით, ჯგუფმა ამჯერად პატარების მხარდაჭერა გადაწყვიტა, შეისწავლა სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაგა-ბაღის პრობლემა - ბაგა-ბაღი  რემონტს საჭიროებს.

ადვოკატირების ჯგუფმა ხელშეწყობისთვის მიმართა ზუგდიდის საკრებულოს მუნიციპალიტეტს. ადვოკატირების პირველი ეტაპი დასრულებულია - გაკეთდა რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა (1741 ლარი).

კლუბზე მოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა, რომელმაც აღნიშნა: „მე ვიცნობ და მივესალმები კლუბის საქმიანობას. ჩვენც აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან, რომ ერთად შევძლოთ აქტუალური პრობლემების მოგვარება."

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ რემონტი მალე დაიწყება, მაგრამ პროცესის დასაჩქარებლად ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის

ნაციონალური ფონდის (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 894 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0