პარასკევი, 19.04.2024, 05:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 14

ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბისა და ადგილობრივი ხელისუფლების მორიგ პანელურ დიალოგზე სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეფასა და შემდგომი ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმა.

 მონაწილეთა სიტყვებიდან:

ბათუმი საკურორტო სეზონისთვის ემზადება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქის ხელმძღვანელობის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ზრუნავდნენ იმისთვის, რომ ქალაქის იერსახე მიმზიდველი იყოს და დაიცვან ეკოლოგიური კულტურა".

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ შესაბამისად ვექცევით გარემოს, მაგრამ თუ ასეთი აქციები გაგრძელდა, მას აუცილებლად მოყვება ცვლილება მოქალაქეთა ქცევაში".

ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ დასუფთავების ერთჯერადი აქცია ბარცხანას ტერიტორიაზე. ეს იყო საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის - მოქალაქეთა ჯგუფების, ახალგაზრდების, ხელისუფლების, მედიის, კერძო სექტორის გაერთიანება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, რომელსაც კამპანიური ხასიათი უნდა მიეცეს".

„ნამდვილად პატივისცემის ღირსია თქვენი სამოქალაქო ინიციატივადარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ, ხვალინდელი გარემოს დამცველები არიან. ადგილობრივ ხელისუფლებას გვინდა, კიდევ მეტად ჩავერთოთ თქვენს საქმიანობაში და ჩვენი რესურსები შემოგთავაზოთ". 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 744 | დაამატა: admin | თარიღი: 14.06.2013

ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მატიანეში არაერთი გადაჭრილი პრობლემაა დაფიქსირებული. მაგრამ ამ საკურორტო ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაგვარებელი. 

კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა ახალი პრობლემის ადვოკატირება დაიწყო.

- გრიშაშვილის ქუჩაზე ანტისანიტარიაა. დაზიანებული საკანალიზაციო მილები საჭიროებს განახლებას, ხოლო დაბინძურებული ადგილი - დასუფთავებას. პრობლემა აქტუალურია და სწრაფად უნდა გადაიჭრას. ადვოკატირების ჯგუფის წევრები შპს „ბათუმის წყალის" ხელმძღვანელს ჯანო ვარშალომიძეს მივმართავთ  წერილობით, -  აღნიშნა ნათია კიკვაძემ, ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა.

კლუბის მეორე მოდერატორი, ეთერ დიასამიძე დარწმუნებულია, რომ დასმულ საკითხს შედეგიანი გამოხმაურება ექნება და სხვა პრობლემების მგავსად, ისიც მალე მოგვარდება.

პრობლემის ეფექტური ადვოკატირების მიზნით, კლუბის წევრები მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების გამოყენებას აპირებენ. გადაიღებენ ფოტოებს და თავიანთ ფეისბუქ-გვერდზე (Fund Sokhumi Batumi Batumi) განათავსებენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 852 | დაამატა: admin | თარიღი: 14.06.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0