დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქში მოქმედ ამომრჩეველ ქალთა კლუბს
ოთხი სოფლის კლუბი შეემატა. ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში იქნება.
პირველი შეხვედრა კოკის საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები
(მათ შორის დევნილები) ინტერესით გაეცნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობას დასავლეთ
საქართველოს მასშტაბით, გამოთქვეს სურვილი, თავადაც შეიტანონ წვლილი ადგილობრივი პრობლემების
მოგვარებაში და ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გააქტიურებაზეც იზრუნონ.
კლუბის მოდერატორი დალილა ჩიქავაა - ზუგდიდის საკრებულოს წევრი.
ზუგდიდის საკრებულო საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის რიცხოვნობით
ყველაზე დიდია და მისი 41 წევრიდან მხოლოდ ერთია ქალბატონი. ამიტომ დალილა ჩიქავასთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მდგომარეობა შეიცვალოს.
- მომავალ არჩევნებში მეტი გამარჯვებული ქალი-კანდიდატი რომ
გვეყოლოს, ამისთვის დიდი მუშაობაა საჭირო ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ პარტიებთანაც,
- აღნიშნა ქალბატონმა დალილამ.
ამ მისიის შესასრულებლად კოკში შეკრებილმა ქალებმა კლუბის შექმნა
აქტუალურად და დროულად მიიჩნიეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ( NED) მხარდაჭერით (აშშ) |