I რადიოგადაცემა
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ქალთა მონაწილეობის კუთხით
როგორ შეფასებას აძლევენ წინასაარჩევნო გარემოს თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის კუთხით ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, როგორ აფასებენ საკუთარ შანსებს ქალი დეპუტატობის კანდიდატები და რას სთავაზობენ ამომრჩეველს, რამდენად აქვთ ქალთა საზოგადოების სოლიდარობის იმედი - რადიო „თავისუფლების“ ეთერში დეპუტატობის ქალი-კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრები, ამ შეხვედრებზე წამოწეული საკითხები გაშუქდა.
II რადიოგადაცემა
არჩევნების შედეგების გენდერული ანალიზი
როგორც ჩატარებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა უჩვენა, ადგილობრივი საზოგადოება ჯერაც არ არის მზად, მხარი დაუჭიროს ქალ-კანდიდატებს. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეფასებით, ამის მაგალითია საკრებულოს გენდერული სურათი - ბათუმის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მხოლოდ ორი ქალი გახდა ამომრჩევლის რჩეული. როგორ აპირებენ ისინი საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, რას თვლიან პრიორიტეტულად და რაში უნდათ დაიხარჯონ - რადიო „თავისუფლებაში“ გასული სიუჟეტი ამ საკითხებს ეხება.
III რადიოგადაცემა
ფონდი „სოხუმის“ ადგილობრივ გენდერულ საჭროებათა კვლევის რეზონანსი - რადიო თავისუფლებაში
რადიო „თავისუფლების“ ეთერში გასული რადიოსიუჟეტი ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ ადგილობრივი გენდერული ჯგუფების საჭიროებათა კვლევას ეხება და გამოკვეთილ პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურის პოზიციას ასახავს.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|