რადიო „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც გაშუქდა ქსელი „სინერგიას“ მიერ ორგანიზებული შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ქალ-კანდიდატებსა და დევნილთა ჯგუფებს შორის.
გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმისა“ და მეწარმე ქალთა ფონდის ხელმძღვანელებმა ალლა გამახარიამ და მერი გელაშვილმა, რომელთაც ბევრ აქტუალურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
|