მთავარი »
2014 » თებერვალი » 13 » ფსიქოლოგთან შეხვედრების დროს ქალები თავიანთ ნაკლს ხედავენ
23:56 ფსიქოლოგთან შეხვედრების დროს ქალები თავიანთ ნაკლს ხედავენ |
| თებერვლის დასაწყისიდან ქუთაისში ჩატარდა სამი ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან
და ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ინკლუზიური ბავშვების პრობლემებსა და მათ
უფლებებზე.
შეხვედრებს
19-დან 55 წლამდე ასაკის 27 ქალი ესწრებოდა.
საუბრის
მთავარი თემა იყო ურთიერთგაგება. უფრთხილდება თუ არა ადამიანი ურთიერთობებს? რა
ეხმარება ადამიანებს და რა უშლით ხელს ურთიერთობებში? როგორ ყალიბდება მოსმენისა და
გაგონების ნიჭი? დანახვისა და იგნორირების? როგორ მოვექცეთ სიტყვებს და იმ
ენერგეტიკას, რომელსაც ვაგზავნით...
თემამ
დააინტერესა ქალები. შეხვედრებზე აქტიური დისკუსიები გაიმართა. ზოგიერთმა
მონაწილემ თავისი ნაკლი აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ შეეცდება მის გამოსწორებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 775 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |