მთავარი »
2014 » ივლისი » 15 » ფორუმ-თეატრის რეალური სცენები
14:06 ფორუმ-თეატრის რეალური სცენები |
|
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 28 მაყურებლის წინაშე გაითამაშა სცენები: ძალადობა ოჯახში, ძალადობა შვილზე. მათმა ნახვამ აქტიური დისკუსიისკენ უბიძგა დამსწრეებს. ერთი ქალბატონი, რომელმაც გვთხოვა, სურათი არ გადაეღოთ მისთვის, აცრემლიანებული მივიდა რეჟისორთან და უთხრა: „ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ძალიან დიდი ხანი, 28 წელი. ვიცოდი რომ ჩემ ქმარს არ ვუყვარდი... საშინელ რამეებს ვითმენდი, რადგან სახლში დაბრუნება არ შემეძლო. მაშინ არ ვიცოდი, თუ არსებობდა სხვა გზა, გარდა მოთმენისა. ყველა მამაკაცი ამ სცენებში საკუთარ თავს ხედავს, მაგრამ არასდროს გამოტყდება, ნახეთ - ის მამაკაცი როგორ ნერვიულად იცინის...“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: ფორუმ-თეატრები |
ნანახია: 799 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |