- ეს არის ძალიან კარგი მეთოდი, დაანახო მაყურებელს
ჩვენი საზოგადოების სენი, ძალადობა,
გულგრილობა, ამპარტავნობა, უფროსების მიმართ უპატივცემულობა, რომელიც
ასე შემოიჭრა ჩვენში, - ასეთი იყო
მასწავლებელთა შეფასება.
მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვნენ ნანახითა და
გაგონილით. წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა გამართა
შეხვედრა, წარმოადგინეს 5 სცენა, აქედან 3 ახალი.
მაყურებელთა რაოდენობა 50-მდე იყო. ისინი აქტიურად
ჩაერთნენ დისკუსიაში.
სკოლის დირექციის თხოვნით კიდევ დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც არა მარტო 1-ლი,
არამედ მე-2 და მე-3 სკოლების მოსწავლეებიც დაესწრებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |