ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი, ტრადიციულად, აქტიურადაა ჩართული 16-დღიან კამპანიაში.
პირველი წარმოდგენა გამართა 26 ნოემბერს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ესწრებოდა 20 ადამიანი და წარმოდგენილი იყო 6 სცენა.
ერთ-ერთმა მაყურებელმა აღნიშნა: „დღეს არის პროპაგანდა, რომ გოგონებმა არ უნდა მოითმინონ ქმრისგან არაფერი. მე არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება. ქალი არის ოჯახის ნამუსი, ჩვენს დროს ესე იყო და ეხლა ყველაფერი შეიცვალა“.
27 ნოემბერს ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის 6 წარმოდგენა. 30 მოსწავლე დაესწრო და დისკუსიაც გაიმართა. ერთ-ერთმა გოგონამ განაცხადა: „სურვილი მაქვს, მეც მივიღო მონაწილეობა წარმოდგენებში. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, ვიაროთ რეპეტიციებზე.”
ეს არის ფორუმ-თეატრის მუშაობის შედეგი - მსურველთა რაოდენობა იზრდება.
1 დეკემბერს სენაკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 სკოლაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. იყო 30 მაყურებელი, აქტიური ჩართულობა, ახალი სცენები, განცდები და საინტერესო დისკუსიები...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|