მთავარი »
2014 » ოქტომბერი » 9 » ფონდი „სოხუმის“ იურისტი - სენაკში
14:39 ფონდი „სოხუმის“ იურისტი - სენაკში |
|
9 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკში, სამხედრო ქალაქის ყოფილ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს და გააცნო დევნილთა შესახებ კანონით მინიჭებული უფლებები, ესაუბრა დევნილთა ანკეტირების მნიშვნელობაზე.
იურისტი დაინტერესდა პრობლემური საკითხებით. გამოიკვეთა, რომ იქ მცხოვრებთა საერთო პრობლემას წარმოადგენს სარდაფი, კანალიზაცია, ანტისანიტარია. ამის მოგვარება მათ ძალებს აღემატება. ისინი ასევე ითხოვენ ტერიტორიის დასუფთავებას და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობას, რათა სამხედრო ქალაქში მცხოვრებ პატარებსაც ჰქონდეთ ის „ელემენტარული ფუფუნება“, რასაც საბავშვო საქანელები ჰქვია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 671 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |