პარასკევი, 26.04.2024, 04:35
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 20 » ფესტივალი „აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე - მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისაკენ!“
01:03
ფესტივალი „აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე - მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისაკენ!“

 

 

 

20 ივნისს, 4  საათზე,  ქუთაისში,  ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში (თეთრ ხიდთან) ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ფესტივალი „აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე - მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისაკენ!“ (ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად).

რიონის პირას შეიკრიბნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ აფხაზეთის იგპ სამოქალაქო სექტორს და აქტიურად მუშაობენ დევნილთა ინტეგრაციისა და გაძლიერებისათვის საქმიანობა. თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების (ქუთაისში, სენაკში, გალის რაონის სოფელ ნაბაკევში მოქმედი სკოლები) მოსწავლეებმა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროებისა და აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

ქარიანი ამინდის მიუხედავად, ფესტივალი ლამაზი და შთამბეჭდავი გამოვიდა -  ერთმანეთს ცვლიდა მისალმება, საკონცერტო ნომერი თუ ვიქტორინა, გამორჩეული ადამიანებისა და ორგანიზაციების  დაჯილდოება...

განსაკუთრებით გაიხარეს ბავშვებმა, რომელთაც სწორი პასუხებისთვის პრიზები დაიმსახურეს ფესტივალის ორგანიზატორებისგან.

ამ დღეს თვალსაჩინო გახდა იმ ადამიანთა ყოველდღიურობა, რომლებიც, მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, არათუ ცდილობენ, ზედმეტ  ტვირთად არ დააწვნენ ქვეყანას, არამედ - ჭირთათმენის, სამოქალაქო სიქველის, პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევენ თავიანთ თანაკუთხელებს, დანარჩენ საქართველოს. 

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 835 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0