მთავარი »
2014 » ივნისი » 26 » ოზურგეთის საკრებულოში გენდერული თანასწორობა მიღწეულია - 15 წევრიდან 7 ქალბატონია!
18:37 ოზურგეთის საკრებულოში გენდერული თანასწორობა მიღწეულია - 15 წევრიდან 7 ქალბატონია! |
|
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ადილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებას დაეთმო. წლევანდელი არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ ოზურგეთი გაიყო თვითმმართველობის ორ ერთეულად: ქალაქ ოზურგეთის საკრებულოდ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 43 წევრიდან 5 ქალბატონია (11,6%).
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში კი გენდერული თანასწორობა მიღწეულია - 15 წევრიდან 7 ქალბატონია (46,7%).
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მომზადდა ორივე საკრებულოს ახალი შემადგენლობისათვის წარსადგენად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 724 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |