ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების ორგანიზებით სენაკსა და წყალტუბოში ნახატების გამოფენა მოეწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში (სენაკი) ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები, წყალტუბოს პირველ სკოლაში კი - მერვეკლასელები.
გამოფენებმა თვალნათელი გახადა ბავშვების თვალით დანახული ძალადობა და მშვიდობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|