სენაკის ბოლო მოწვევის საკრებულოში 5 ქალბატონი იყო. ისინი ახლაც იყრიან კენჭს. ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა 5 მაჟორიტარობის კანდიდატი: ნატალია ხუბუა, მარინა ხოფერია, ლიმორა არდია, თამილა სორდია და დინარა ხუხუა.
ისინი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ დევნილთა პრობლემების მოგვარებაში და,
გამარჯვების შემთხვევაში, ხელს შეუწყობენ სენაკში მათ ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში.
ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ გამარჯვება უსურვა ქალბატონებს.
შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზია „ეგრისმა“.
|