3 დეკემბერს ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების ორგანიზებით ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა პოეტ პაპუნა რევიშვილთან.
მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდები და მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები.
ბატონმა პაპუნამ წაიკითხა პატრიოტული სულისკვეთებით და ქალისადმი მიძღვნილი ლექსები. შემდეგ გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ ძალადობა ბოროტებაა, ქალთა მიმართ ძალადობა კი ბოროტებასთან ერთად უსუსურობაცაა.
5 დეკემბერს ლიდერ გოგონათა სკოლის წარმომადგენლებმა, ზუგდიდის ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს და 16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
ამავე დღეს ქუთაისის მე-13 სკოლაში, ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა მოსწავლეებს უჩვენეს ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, შემდეგ კი ფილმში ასახულ ძალადობის პრობლემაზე იმსჯელეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|