ხმა მიეცით ქალებს“, „ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ - ამ ლოზუნგებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე გენდერული თანასწორობის ქსელმა აქცია გამართა.
მშვიდობიანი აქციის მიზანი იყო ამომრჩევლების გააქტიურება თვითმმართველობის არჩევნებში ქალი-კანდიდატების სასარგებლოდ.
აქციის მონაწილეებმა პოლიტიკაში ქალების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შემდეგ კი თბილისის საკრებულოს შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.
ქალთა აქციას 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები და კანდიდატები შუერთდნენ.
აქციაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
|