მთავარი »
2014 » ივნისი » 18 » კომუნიკაცია - ის, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ
18:26 კომუნიკაცია - ის, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ |
|
ახალგაზრდებთან გაგრძელდა საუბარი კომუნიკაციის თემაზე. ქუთაისისა და ფოთის შემდეგ - შეხვედრები ჩატარდა ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში და სენაკის რაიონის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში.
მთავარ თემას ინტერესით გაეცნენ ახალგაზრდები. რაც შეეხება ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ბევრისთვის ეს ახალი იყო. ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს და პასუხებიც მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა საგამოცდოდ ემზადებოდა, მაინც აქტიურად ესწრებოდნენ შეხვედრებს, ინიციატივებს ავლენდნენ და საინტერესო სამომავლო გეგმებს გვაცნობდნენ (შეჯიბრებები კალათბურთში გოგონებს შორის, დასუფთავების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები...).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 671 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |