მთავარი »
2013 » ნოემბერი » 30 » იურისტთა კონსულტაციები აქტუალურ თემებზე
21:13 იურისტთა კონსულტაციები აქტუალურ თემებზე |
| ნოემბრის განმავლობაში
გრძელდებოდა ფონდი „სოხუმის" იურისტების შეხვედრები ქალებთან.
სენაკის, ქუთაისის,
წყალტუბოს, ხონის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული
კონსულტაციების ძირითადი თემები იყო: ოჯახში ძალადობა, ქონების პრივატიზაცია, ბინის
ამხანაგობები და მათი მნიშვნელობა, ახალი შრომის კოდექსი.
შეხვედრების მონაწილეებმა
მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. გარდა საერთო თემებისა, გაიცა ინდივიდუალური
კონსულტაციები (ავადმყოფობის ჯგუფის დადგენა; ბინების რემონტი; პირადობის მოწმობის
აღება; სამოტივაციო წერილის დაწერა და სხვა).
მომზადდა წერილები
დევნილთა სამინისტროსა და განათლების მინისტრის სახელზე კონკრეტული სტუდენტების სწავლების
გადასახადის შემცირების თაობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 745 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |