მთავარი »
2014 » ოქტომბერი » 14 » ემოციების კონტროლი - ფსიქოლოგიური შეხვედრების თემა
18:24 ემოციების კონტროლი - ფსიქოლოგიური შეხვედრების თემა |
|
3, 7, და 13 ოქტომბერს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ფოთსა და წყალტუბოში 22 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრას. ხონში 2 პირს ჩაუტარდა მორიგი ინდივიდუალური კონსულტაცია - სეანსის გაგრძელება.
ჯგუფური შეხვედრის თემები იყო: ემოციური ცნება „ბრაზი“ და მისი მართვა, ძალადობის პროფილაქტიკა მავნე ემოციების კონტროლის მიზნით.
თემა გაყოფილია ორ ნაწილად. 1-ლი ნაწილი მოიცავს ჯგუფის წევრების ფსიქოლოგიურ ტესტირებას აგრესიისა და ემოციური მახასიათებლების შესახებ. მეორე ნაწილი კი - თეორიული მასალის გაცნობას.
შეხვედრების მიზანი: ოჯახურ თუ საზოგადოებრივ გარემოში ემოციების კონტროლი. სწორი, ასერტული ქცევით ოჯახში ძალადობის პრევენცია და საკუთარი უფლებების დაცვა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 782 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |