ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 18 » დიალოგი სიტყვების გარეშე
00:16
დიალოგი სიტყვების გარეშე


ამ დღეს  განსაკუთრებით ელოდნენ მასპინძლებიც და სტუმრებიც.

შეხვედრა ამაღელვებელი იყო. ახალგაზრდა მსახიობები პირველად თამაშობდნენ პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის.

ფონდ სოხუმის" ფორუმ-თეატრი სოციალური მუშაკების დახმარებით მოხვდა გეგუთის კოლონიაში, სადაც კულტურის დღეები ტარდებოდა.

ოთხი სცენ შეარჩიეს. ოთხივემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - კონფლიქტი დედასა და შვილს შორის, ოჯახში ძალადობა, ძალადობა ბებოს მიმართ, მათხოვარი ბავშვების პრობლემა.

მსჯავრდებულებისთვის ეს წარმოდგენის ახალი და უჩვეულო ფორმა იყო.

დიალოგი სიტყვების გარეშე შედგა. თვალებით, ტაშით, სევდიანი მზერით, ძუნწად ნათქვამით: „ვეთანხმები!" „ვგმობ ძალადობას!"

ბოლო წარმოდგენის დროს, როცა პატარა მათხოვარმა მაყურებლისკენ გაიშვირა ხელი და თქვა: „დამეხმარეთ!" დარბაზში საოცარი რამ მოხდა - ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მამაკაცები მსახიობ თამუნა იოსელიანს ხელისგულზე უდებდნენ ყველაფერს, რაც თან ჰქონდათ - თავიანთი ხელით გაკეთებულ ჯვრებს, გულებს, სამაჯურებს...

მერე, როცა ეზოდან გადიოდნენ - ყველას დააწიეს გულით მიძღვნილი საჩუქრები.

„ეს ყველაზე თბილი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია" -  დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე დარო კვარაცხელიამ. ფორუმ-თეატრის გვერდზე (ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრი) კი გაჩნდა ფოტორეპორტაჟი უჩვეულო ადგილიდან.

იმ დღეს ახალგაზრდებმა საფიქრალი დაუტოვეს მსჯავრდებულებს, თვითონ კი უთქმელი სიყვარული და მხარდაჭერა წამოიღეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0