მთავარი »
2014 » დეკემბერი » 12 » დებატებს გამოკითხვა მოჰყვება
20:59 დებატებს გამოკითხვა მოჰყვება |
|
სენაკის #7 საჯარო სკოლაში ჩატარდა დებატები აქტუალურ თემაზე „ბულინგი - ახალი ტერმინი, თუმცა კარგად ნაცნობი ძალადობის სახე“.
სენაკი მესამე სკოლაა, სადაც დებატები აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა დაცინვის მსხვერპლი, რაც ხშირად კონფლიქტის და მოზარდ თაობაში აგრესიის მიზეზი ხდება.
ახალგაზრდული ქსელის ლიდერის ინიციატივით ჩატარდება გამოკითხვა, რომლის შედეგადაც დადგინდება ბულინის პროცენტული მაჩვენებელი სენაკის სკოლებში. შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ჩაატარებენ ვორკშოპებს სკოლებში ტოლერანტობის თემაზე. ეს ერთი ნაბიჯი იქნება ძალადობის ამ ფორმის პრევენციისკენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 609 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |