4 დეკემბერს ფოთის საინიციატივო ჯგუფმა მე-7 საჯარო სკოლაში ჩაატარა დებატები თემაზე „ბულინგი - ძალადობის ერთ-ერთი ფორმა“. იდეა სკოლის დირექტორს ეკუთვნის. მან მოიწვია ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი და ამით დააფიქსირა კამპანიაში სკოლის მონაწილეობა.
დებატებმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოიჩინეს ინიციატივა, თავად მოამზადეს ლოზუნგები და სკოლის ეზოში ჩაატარეს აქცია ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|