კვირა, 24.11.2024, 00:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 27 » არჩევნების თემა - ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე
02:04
არჩევნების თემა - ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

ბათუმის  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა,

სხდომის დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამეს. ითქვა, რომ არჩევნების შედეგები გენდერული ბალანსის კუთხით არ არის სახარბიელო. წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი მოხვდება - კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. გაჟღერდა სასიხარულო ინფორმაციაც:  არჩევნებში გაიმარჯვა და საკრებულოს შემადგენლობაში შევა საბჭოს აქტიური წევრი ბატონი რამაზ სურმანიძე.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ განისაზღვრა მიმართულებები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტის სრულყოფილი გენდერული ანალიზის საშუალებას მოგვცემს. განხილულ იქნა ადვოკატირების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ორი საკითხი.

საბჭოს სტუმრობდა ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კერძო ბიზნესის ინიციატივას - ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკას, რითიც ხაზი გაესვა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა უნდა გახდეს მთელი საზოგადოების საზრუნავი და არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების პრეროგატივა.

ამ საინტერესო პრეცედენტს სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა ტელევიზია „25-ე არხმა“.   

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 783 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0