კვირა, 24.11.2024, 01:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » ახალგაზრდული ცენტრების დებატ-კლუბები აქტუალური თემებით განაგრძობენ მუშაობას
20:16
ახალგაზრდული ცენტრების დებატ-კლუბები აქტუალური თემებით განაგრძობენ მუშაობას

„არის თუ არა ქართული ენა უცხოური ენის გავლენის ქვეშ და რა გავაკეთოთ მისი გადარჩენისათვის" -  ამ თემით დაინტერესდნენ ქუთაისში გამართულ დებატ-კლუბზე შეკრებილი ახალგაზრდები.

- რა განაპირობებს თაობათა კონფლიქტს, რაში ვერ თანხმდებიან „მამები და შვილები" - ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები ჰქონდათ სენაკში შეკრებილ ახალგაზრდებს.

წყალტუბოს დებატ-კლუბი ეროვნულ ფასეულობებზე გლობალიზაციის გავლენით დაინტერესდა.

- გენდერული თანასწორობა ოჯახსა და საზოგადოებაში - ეს თემა ფოთში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის გახდა აქტუალური.

საინტერესო იყო დებატები ხურჩაში, რომლის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს - რა ინტენსივობით კითხულობენ წიგნს და არის თუ არა მათ თაობაში წიგნიერების დეფიციტი.   

- დავიწყოთ საკუთარი თავით, არ დავაბინძუროთ გარემო, რადგან ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე! - ასეთი იყო ხონში, დებატების ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა საკმაოდ ცხარე დისკუსია ამავე საკითხზე.

დებატების მონაწილეები არა მხოლოდ განიხილავენ პრობლემას, არამედ ფიქრობენ პრევენციულ მექანიზმებზე, რასაც ადასტურებს ის წინადადებები, რომლებიც ყოველი დებატის ბოლოს რეკომენდაციებად ყალიბდება. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 918 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0