ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 23 » ახალგაზრდული ცენტრები - აქტუალური თემებით დებატ–კლუბებზე
13:41
ახალგაზრდული ცენტრები - აქტუალური თემებით დებატ–კლუბებზე


ხონი

 აზარტული თამაშები და მაზე დამოკიდებული ახალგაზრდობა - აღნიშნული თემა ხონის ახალგაზრდებისთვის აქტუალური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მონაწილეთ ნაწილი მსგავსი ტიპის თამაშებით ხშირად სარგებლობს.

დებატებზე გულწრფელდ აღინიშნა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდებისთვის, ასეთ დროს ხშირია სუიციდის ფაქტებიც.

რეკომენდაციებში დაფიქსირდა სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

 სენაკი

კონფლიქტები სახელმწიფოთა შორის და ახალგაზრდების დამოკიდებულება - ამ თემით სენაკის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესდა. მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ საელმწიფო კონფლიქტებს ხშირად კონკრეტული პიროვნებები წარმრთავენ. მათი აზრით, წინაკონფლიქტურ სიტუაციებში ახლგაზრდების ხმა უფრო ძლიერი უნდა იყოს, რომ პოზიტიურად იმოქმედოს ორივე მხარეზე. 

ფოთი

ოჯახი ძალადობის თემამ მწვავე დებატები გამოიწვია. განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ. მათი აზრით, ქართული მენტალიტეტი იმდენად ძლიერია, მის ტრანსფორმაციას წლები დასჭირდება. ამიტომაც, თუ გვსურს, რეალურად შევცვალოთ შედეგი, ცვლილება ცალკეულმა ადამიანებმა საკუთარი თავით  უნდა დაიწყონ.

ხურჩა

ხურჩის ახალგაზრდულმა ცენტრმა გენდერული თანასწორობის თემა აარჩია. ითქვა, რომ ამ მიმართულებით ბევრია საკეთებელი, რადგან თნასწორობა ხშირად არასწორად ესმით და ქალების დიდ ნაწილს  ჰგონია, რომ ის უსამართლობა, რაც მათ ოჯახებში ხდება, ბუნებრივია და ასე უნდა იყოს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 697 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0