მთავარი »
2014 » ოქტომბერი » 10 » ახალგაზრდული დებატები ზუგდიდში
22:42 ახალგაზრდული დებატები ზუგდიდში |
|
ხურჩის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად აქვთ ახალგაზრდებს საშუალება, თავისუფალი დრო სწორად გაანაწილონ და ჩაერთონ იმ ღონისძიებებში, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ტარდება.
მონაწილეთა აზრით, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული თარიღების დროს დაგეგმილ უფასო კონცერტებს, მათთვის საინტერესო არაფერი ხდება ქალაქში. საერთოდ არ იცნობენ ადგილობრივ პროგრამებს. ისინი, ძირითადად, იმ აქტივობებში არიან ჩართულნი, რომელთაც უნივერსიტეტი ახორციელებს.
გამოითქვა მოსაზრება, მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ითანამშრომლონ ადგილობრივ ახალგაზრდულ დეპარტამენტთან და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 720 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |