სამშაბათი, 03.12.2024, 23:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 2 » ახალგაზრდული დებატები ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას ეხმაურება
15:06
ახალგაზრდული დებატები ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას ეხმაურება

 

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. რა ინფორმაციებს ფლობენ ახალგაზრდები აივ ინფექციაზე - ამ საკითხზე გამართეს დისკუსია წყალტუბოს ახალგაზრდული დებატ-კლუბის წევრებმა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  დაინფიცირებული ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რაც ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული.

რა გავლენას ახდენს  მოზარდის ფსიქოლოგიაზე გარემო, რას გრძნობენ ის ბავშვები, რომელთა ოჯახშიც ძალადობაა - ამ საკითხებით ხონის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესდა. დისკუსია ამ თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებით დაიწყო, რამაც  საინტერესო ფონი შექმნა. ისაუბრეს საზოგადოების გულგრილობაზე. დასახელდა კონკრეტული მაგალითი, როგორ გახდა მოზარდი სუიციდის მსხვერპლი.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს იძლევა, ამიტომაც  აუცილებელია ახალგაზრდობა აქტიურად იყოს ჩართული კამპანიაში. ეს ხელს შეუწყობს არაძალადობრივი კულტურის შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 735 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0