შემაჯამებელი შეფასებითი სემინარით დაასრულა მუშაობა ფონდმა „სოხუმმა“ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
სემინარს ესწრებოდნენ თანამშრომლები, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობები.
პროექტს ჰქონდა რამდენიმე მიმართულება: ინფორმირება, განათლება, ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი, უნარების შეძენა, მომსახურება იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციის სახით, ქალთა გაძლიერება საკუთარი უფლებების ადვოკატირებისათვის, საზოგადოების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვა ღონისძიებებში, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სემინარზე შეჯამდა მიღწევები, მოხდა სამწლიანი პროექტით დასახული მიზნებისა და მიღებული შედეგების შედარება.
სამი რთული წელი უკვე წარსულს ჩაბარდა. წინ კი ახალი პერსპექტივები იშლება, ახალი გეგმები, ახალი მიდგომები ძველი, მაგრამ კვლავინდებურად აქტუალური პრობლემის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|