კვირა, 24.11.2024, 00:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » სამი შეხვედრა ახალგაზრდებთან
17:23
სამი შეხვედრა ახალგაზრდებთან

 

ქუთაისის კულინარიულ კერძო სასწავლებელში 1 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა პირველად ჩაატარა  შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 გოგონამ.

შეხვედრის  თემა - ეთიკა, ესთეტიკა და სქესობრივი აღზრდა.

აუდიტორია ნაკლებად იყო ინფორმირებული მსგავს  საკითხებზე, თუმცა დისკუსიაში ჩაერთნენ. კიდევ დაიგეგმა მათთან შეხვედრის ჩატარება. ეს გავლენას მოახდენს მათ ცნობიერებაზე.

ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა 12 გოგონასთან წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც. ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, საუბრობდნენ პრობლემებზე.

-სქესობრივ აღზრდაზე საუბარი ცოტათი უხერხული მგონია, რაც ეთიკასა და ესთეტიკას ეხება, ეს მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები ნაწილობრივ გამოასწორებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს,- აღნიშნა ერთ-ერთმა გოგონამ.

შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც. მასში მონაწილეობა მიიღო 9 ბიჭმა და 2 გოგონამ. შეხვედრის თემამ გამოიწვია აქტიური დისკუსია, ბიჭები ძალიან აქტიურობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: „საინტერესო თემაა, მაგრამ ჯერ არ არის საზოგადოება მზად მისი განხილვისთვის. მსგავსი შეხვედრები სწორედაც რომ მოამზადებს ნიადაგს“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 853 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0