ორშაბათი, 29.04.2024, 07:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 27

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა რეგიონალური პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება ჩართვისა და თანამშრომლობის გზით - აქტიური მუშაობა იგპ და ქალთა ჯგუფებთან არჩევნებისთვის მათი მომზადების მიზნით“ ფარგლებში.

შეხვედრაში, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა, მონაწილეობდნენ ქუთაისის 12 კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები. ისინი შეხვდნენ ქუთაისის ადგილობრივი ორგანოების დეპუტატობის კანდიდატ ქალებს როგორც მმართველი პარტიიდან - „ქართული ოცნება“, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან - „თვითმმართველობა ხალხს“, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კუკავა, ჩიხრაძე), აგრეთვე ქუთაისის მერობის კანდიდატს.

შეხვედრას 40-მდე ქალბატონი და მამაკაცი ესწრებოდა. კანდიდატები ახლოს გაეცნენ დევნილთა  პრობლემებს, დევნილები კი -  დეპუტატობის კანდიდატთა პროგრამებს.

შეხვედრა საქმიან გარემოში წარიმართა.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 746 | დაამატა: admin | თარიღი: 28.05.2014

...მიმდინარეობს წარმოდგენა „ძალადობა ოჯახში“. ამ დროს პარკთან ჩაიარა ქალბატონმა, რომელსაც ნამდვილი  ჩხუბი ეგონა და დაიწყო ყვირილი: „რას დგახართ? რას უყურებთ? გააშველეთ!“ როცა მიხვდა, რომ ეს  დადგმული სცენა იყო, ბევრი იცინა.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, ნინოშვილის პარკში გამართულ  წარმოდგენებზე შემოიკრიბა მაყურებელი, რომელმაც 6 სცენა ნახა.

 „საინტერესო, რეალური და საჭირო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - ასე შეაფასა მაყურებელმა ფორუმ-თეატრის მუშაობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2014

წყალტუბოს (2 მაისს), ფოთის (22 მაისს) და ხონის (27 მაისს) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები აქტუალურ საკითხებზე, ძირითადად - არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეული კომუნიკაციის სირთულებზე. შეხვედრებს ესწრებოდა 45 ბენეფიციარი. 

პრობლემის, ფაქტების, კონკრეტული სიტუაციების განხილვისა და ანალიზის შემდეგ, ქალბატონებმა ფსიქოლოგის მხრიდან მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორი ფორმით არის შესაძლებელი მუშაობა საკუთარ თავთან ამ კომპლექსის დასაძლევად და იმ უხერხულობის მოსახსნელად, რაც მათ ხელს უშლით თავისუფალ კომუნიკაციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 720 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2014

უჩვეულოდ ტკბილი შეხვედრა გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

კულინარიულ მასტერ-კლასზე ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ გამოცდილი კონდიტერისგან მიიღეს რჩევები, როგორ უნდა გამოაცხონ ნამცხვარი ისე, რომ  ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს.

მომზადების პროცესში მონაწილეებიც ხალისით ჩაერთნენ, ბოლოს კი ყველამ ერთად  დააგემოვნა მართლაც იდეალური „იდეალი“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 750 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2014

- ჩვენი ქალები ბოლო დროს ტრაბახობენ, რომ მეგობრობენ თავიანთ შვილებთან და ისინი ენდობიან მათ, - ამბობს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი.

ჩნდება კითხვა, რატომ გადავწყვიტეთ, რომ მეგობრობა დედაშვილობაზე მეტია? გასაგებია, რომ მშობლის ავტორიტარული სტილი ცუდად მუშაობს და რაღაცების აღმოჩენა დავიწყეთ - ადეკვატურ ქცევას და ზომიერ მართვას დავარქვით მოდური სიტყვა „მეგობრობა“. მეგობრობაში გადაჭარბება არ ვარგა, ასეთ დროს ავტორიტეტის დაკარგვა შეიძლება. მეგობრობა თანასწორი უნდა იყოს. შვილები მშობლებისგან ელიან გულწრფელობას, მხარდაჭერას, თანადგომას. მთავარი ეს არის. ასეთ ჰარმონიულ ოჯახში ცხოვრება ყველასთვის სასიამოვნო და კომფორტულია.

მაისში, ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან (შეხვედრები ოჯახის დღეს მიეძღვნა) და 4 ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0