ორშაბათი, 29.04.2024, 07:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 29

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქუთაისში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან თემაზე „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“, კერძოდ, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო დევნილთა პრობლემების გადაჭრას:

1. იგეგმება ქუთაისში მრავალსართულიანი ბინების მშენებლობა;

2. საკუთარი სახლების აშენება დევნილი ოჯახებისათვის 10000 დოლარის ფარგლებში (შესაძლებელია თანადაფინანსებით);

3. იმ დევნილებისათვის, ვინც თანახმაა, რეაბილიტაციის გარეშე ფართების საკუთრებაში გადაცემა;

4. თანადაფინანსებით ბინებისა და სახლების შესყიდვა დევნილთათვის;

5. ერთჯერადი ფულადი დახმარება დევნილისათვის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში;

6. დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა (არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის დახმარებით) და ა.შ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 708 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2014

ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა დებატები თვითმმართველობის არჩევნების თემაზე. შეხვედრაში 23 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომელთაც თავად გამოთქვეს დისკუსიაში ჩართვის სურვილი.

დებატებს ესწრებოდნენ წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები. დისკუსია იმდენად საინტერესო და ცხარე აღმოჩნდა, რომ დაგეგმილ დროს გადააჭარბა.

სტუდენტები საკმაოდ გარკვეულები აღმოჩნდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხებში, 3 მათგანი პარტიის აქტიური წევრია.

დებატების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიდიან არჩევნებზე - უკეთესი მომავლის ასარჩევად.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 710 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

ტრეფიკინგისა და მისი დამცავი მექანიზმების შესახებ მაისის თვეში საინტერესო და საჭირო დისკუსიები გაიმართა ხონისა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ერთი შეხვედრა კი თვის ბოლოს ჩატარდა ზუგდიდის უნივერსიტეტში.

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ტრეფიკინგზე მსჯელობის ინტერესი, რადგანაც მათ არავინ ესაუბრება ამ პრობლემაზე.

ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ აპირებს სწავლის გაგრძელებას და ამიტომ საჭიროა, თავის დაცვის ყველა ნიუანსი იცოდეს.

საინტერესო აუდიტორია, მომზადებული და  აქტიური ახალგაზრდები - ასე გამოირჩეოდა ეს სამი შეხვედრა.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 672 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

ხშირად ხდება, რომ ის, რაც დედამთილში არ მოგწონთ, არ მოგწონთ არც მეუღლის თვისებებში. მაგრამ, ქმრისგან განსხვავებით, დედამთილის მიმართ უფრო ადვილად შეიძლება  პრეტენზიების გამოთქმა.

შეისწავლეთ დედამთილი, ის ხომ მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენი ოჯახისთვის.

 

ინსტრუქცია თქვენთვის:

1. ეცადეთ, გაიგოთ მისი გრძნობები.

2. გამოხატეთ თქვენი სიმპათია მის მიმართ.

3.  ყური უგდეთ მის აზრს.

4.  იყავით თავაზიანები.

5. იყავით მადლიერები დედამთილის მიმართ.

6.  ჰკითხეთ რჩევა მანამ, სანამ თვითონ დაგიწყებთ დარიგებას.

7.  გამოიჩინეთ ინიციატივა.

8.  არასოდეს  შეეჯიბროთ დედამთილს.

 

ეს იყო ერთ-ერთი თემა ფსიქოლოგის შეხვედრაზე ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქალებმა განიხილეს ეს პრობლემა და მიიღეს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0